მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცვლელი 8.25%: როგორ იმოქმედებს სებ-ის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდასა და ფასებზე?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის განცხადებით, აგვისტოში დაფიქსირებული 5.6%-იანი ინფლაცია ძირითადად საგარეო ფაქტორებითა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდითაა განპირობებული.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან გადახრას ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო სასურსათო ბაზრებიდან მომდინარე წნეხი იწვევს. თუმცა, საბაზო (3.6%) და მომსახურების (4.4%) ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე ჯერჯერობით ზომიერია.

სები აქცენტს ეკონომიკურ ზრდაზე ამახვილებს და პირველი 7 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 7.9%-ს აღწევდა, პროგნოზირებს, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი ეტაპობრივად მიზნობრივ 3%-ს დაუბრუნდება. შოკების გახანგრძლივებისა და მაღალინფლაციური რისკების რეალიზების შემთხვევაში სები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს. ხოლო პოზიტიური სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, შესაძლებელი გახდება განაკვეთის უფრო სწრაფი შემცირება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართება.

როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდასა და ფასებზე?

სტუმარი: ირაკლი მაკალათია - ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები