მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[უწყებებში მრჩევლების] თანამდებობა გამოიყენებოდა მცირე დატვირთვის სანაცვლოდ მაღალი ხელფასის მისაღებად - ირაკლი კობახიძე

კობახიძე დავითაშვილი

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში მრჩევლების თანამდებობები გამოიყენებოდა მცირე დატვირთვის სანაცვლოდ მაღალი ხელფასის მისაღებად. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივით ყველა სახელმწიფო უწყებასა და საწარმოში მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა გაუქმდა.

"ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც თუ ისე მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა და შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხეთ ამ პრაქტიკას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებში და საწარმოებში, მთლიანობაში, მრავალი მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საწარმოებისა გარდა, ოპტიმიზაცია განხორციელდა სამინისტროებშიც და ჯამში, ამ ყველაფერმა, მთავრობას მრავალი მლნ ლარის დაზოგვის საშუალება მისცა.

„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც, წლის ჭრილში, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ 641 ათასი ლარი, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია მთლიანი სახელფასო ფონდის გათვალისწინებით. ასევე, თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია და დანაზოგმა შეადგინა 6 მლნ 463 ათასი ლარი. აქაც შთამბეჭდავი შედეგია. არამხოლოდ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას, არამედ ეს ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს, რომ სამინისტროებმა კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად, დაიზოგა 2 მლნ ლარი", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები