მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისის დიდ ნაწილში წყალმომარაგება იქნება გრაფიკით. დღეების რაოდენობა და გრაფიკი უცნობია. დედაქალაქში 30 საათზე მეტია თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, მიზეზი წიწამურთან არსებული დაზიანებაა, რომლის აღდგენაც სეისმოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რთულია და წყალმომარაგების კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი განმარტავს რომ წიწამურთან, დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. რა დრო დასჭირდება სამუშაოებისთვის კომპანიას, რამ გამოიწვია 16 ივნისიდან წყლის მიწოდების შეფერხება და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას?