მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უვიზო მიმოსვლა ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან - აინტერესებთ თუ არა ქართველებს აზიური ქვეყნები

დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები ჰონგ კონგში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ გლობალურ ქალაქში 30 დღე დაყონ. მსგავსი პირობები 28 მაისიდან ჩინეთში მოგზაურობაზეც მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ამ დრომდე ჩინეთი და ჰონგკონგი იმ პოპულარული ქვეყნების ხუთეილში არაა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ხშირად მგზავრობენ. რაც შეეხება ამ ქვეყნებიდან ჩვენს ქვეყანაში ვიზიტებს. წელს ორ კვარტალში, საქართველოში ჩინეთიდან 32 853 მოგზაური ჩამოვიდა, რაც წლიურად 159%-ით ზრდას აჩვენებს, ხოლო ჰონგ-კონგიდნ მხოლოდ 6 მოგზაური შემოვიდა. საქართველოს ჩინეთთან და მის შემადგენლობაში მყოფ ჰონგკონგთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გაცხადებული აქვს და და სავაჭრო კავშირების გაღრმავებასაც გეგმავს. მაგალითად, წელს 8 თვეში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარზე მეტია, რაც გასულ წელთან შედარებით, 22%-ზე მეტია. ამ ქვეყანაში ძირითადად სანელებლები, მადნები და კონცენტრატები და ღვინო გაგვაქვს, იქიდან კი, ტექნიკა, ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და სატვირთო ავტომობილები ლიდერობს. ჰონგ-კონგში ექსპორტის კალათაში კოსმეტიკური საშუალებები და სპირტიანი სასმელები ლიდერობს, იმპორტში გამომთვლელი მანქანები და სატელეფონო საშუალებები.

სტუმარი: მამუკა კელაურაძე - გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი/ "კლარკ & რობინსონის" აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები