მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უვიზო რეჟიმის ამოქმედება, მოთხოვნის ზრდის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება" - რა ღირს ჩინეთში მოგზაურობა?

ჩინეთი

28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ტურისტული კომპანიის „ვოიაჟერ 365“ გენერალური მენეჯერი, გოგა ქუცნიაშვილი BM.GE- სთან ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ამ დრომდე, კონკრეტულად ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა სხვა აზიის ქვეყნებთან შედარებით დაბალი იყო, ვინაიდან ვიზის აღების პროცესში მომხმარებელს ცოცხალ რიგში დგომა უწევდა, ეს კი მათთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყო.

„შეთავაზებები სავიზო რეჟიმის პერიოდშიც გვქონდა და ბუნებრივია ახლაც გვექნება. ვფიქრობთ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მოთხოვნის ზრდის კუთხით და ველოდებით შედარებით გაზრდილ მოთხოვნას, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ჩინეთი ზოგადად ძალიან საინტერესო მიმართულებაა, თუმცა ჯერჯერობით არ იყო ისეთი მოთხოვნა, როგორიც პირობითად აზიაში სხვა მიმართულებებზე, რადგან სავიზო პროცედურა იყო არასტანდარტული იმ კუთხით, რომ ადამიანებს ცოცხალ რიგში უწევდათ დგომა.

ფასი დამოკიდებულია ფრენებსა და სასტუმროს ტიპზე. თუმცა მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ჩვენ მომხმარებლებს ტურისტული პაკეტი ჩინეთის მიმართულებით შევთავაზეთ, სადაც მინიმალური თანხა 2800 ლარიდან იწყებოდა, რაც 6 დღიან მოგზაურობას მოიცავდა. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მინიმალური ღირებულება ტურის და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მაგალითად, თუ რომელ ავიარეისს შეარჩევს ტურისტი, რომელი ქალაქების მოცვა უნდა თავის ტურისტულ პაკეტში და ა.შ“,- აცხადებს ქუცნიაშვილი.

მისივე ცნობით, ფასები მუდმივად კორექტირებადია და ის მომწოდებელი ავია კომპანიებიდან და სასტუმროებიდან გამომდინარეობს. თუმცა მოლოდინია, რომ სეზონის დაწყებასთან ერთად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებზე ჯავშნები გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები