მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უვიზო რეჟიმს გარკვეული პოლიტიკური პირობები მოჰყვება, რომლებიც უნდა შესრულდეს - რუმინეთის ელჩი

რუმინეთის ელჩი

საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან არ უნახავს ოფიციალური ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბრიუსელს გაუგზავნა.

როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უვიზო რეჟიმი გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს და თუ წევრი ქვეყნები ჩათვლიან, რომ ეს პირობები არ სრულდება, მიიღებენ მისი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.

"ახლახან გაიგზავნა ბრიუსელში და ჩვენ ჯერ არ გვინახავს საქართველოს მთავრობის ოფიციალური პასუხი. ვნახეთ, რა დაიწერა მედიაში და გვინდა ოფიციალური დოკუმენტი ვნახოთ, პასუხის ნახვის შემდეგ გვირჩევნია ვისაუბროთ. უვიზო რეჟიმს გარკვეული პოლიტიკური პირობები მოჰყვება, რომლებიც უნდა შესრულდეს. თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ პირობები არ არის შესრულებული, მაშინ ეს ასეც იქნება [უვიზო რეჟიმი შეჩერდება]. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ წინასწარი მოლაპარაკებების პროცესში ვართ",- ამბობს ელჩი.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, მისი თქმით, ფიქრობს, რომ მოსახლეობამ სარგებელი მიიღო ამ რეჟიმით და ეს მოსახლეობის და ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია.

"ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხისა და ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია",- აცხადებს ელჩი.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარების და პოლარიზაციის გავლენას ბიზნეს გარემოზე, მისი თქმით "ეკონომიკური კავშირები და ინვესტიციები მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში ვითარდება, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება".

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებამ" ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში მოიპოვა. როგორც გამოცემა წერს, წერილში დიპლომატი ამტკიცებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები