გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელგუჯა ხოკრიშვილი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.
ფულადი გზავნილების დაკარგვა:
- • 1.5 მილიარდი USD წელიწადში - მშპ-ის 8.4%
- • 2017 წლის შემდეგ ევროკავშირიდან გზავნილები გაიზარდა 25%-დან 41%-მდე. ფულადი გზავნილები ხელს უწყობდა "მაკროეკონომიკურ სტაბილურობას" კრიზისების დროს.
ტურიზმის კოლაფსი:
• ევროკავშირელი ტურისტების 50-70% შემცირება. ოპტიმისტურ სცენარში შემოსავლების დანაკარგი: 1.5-1.8 მილიარდი USD.
მშპ-ის დანაკარგი:
5-6%. ყველაზე ცუდი სცენარი:- მშპ-ის პირდაპირი დანაკარგი: 7-8%- მთლიანი დანაკარგი: 10-12% (ტურიზმს აქვს მაღალი მულტიპლიკატორის ეფექტი და მთლიანი დანაკარგი იქნება 1,5-2-ჯერ მეტი პირდაპირ დანაკარგებთან შედარებით.- 3-4 მილიარდი USD-ის დანაკარგი.
დასაქმება:
- • 300,000-400,000 ადამიანი დასაქმებულია ტურიზმში
- • 150,000-200,000 სამუშაო ადგილი რეალური საფრთხის ქვეშ სოციალური კატასტროფა კიდევ უფრო დამძიმდება დემოგრაფიული კრიზისი:
- • 2023 წელს 39,400 ბავშვი დაიბადა (6 წელში 17%-ით შემცირება)
- • 2022-2023 წლებში 118,000 მეტი ქართველი წავიდა, ვიდრე დაბრუნდა.
კიდევ უფრო გაიზრდება სიღარიბე:
- • 668,000 (18%) ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას
- • მოსახლეობის 35% ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არ გააჩნია
- • ყოველი მე-3 ბავშვი გაჭირვებულია
- • ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს
შეზღუდავს განათლების შესაძლებლობებს ევროკავშირში და დააბრკოლებს ბიზნესს კონტაქტების დამყარებას.
ხოკრიშვილის თქმითვე, "ოცნების" რეჟიმის დეზინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყნის ინტერესების ღალატის ნათელი მაგალითია.
"იმის მაგივრად, რომ რეალურ შინაარსზე ესაუბრონ საკუთარ მოსახლეობას, რუსული დეზინფორმაციის მეთოდებით მთელი დისკუსია გადაიტანეს "კაცი კაცია, ქალი ქალია"-ზე და “მეტი სამუშაო ძალა გვეყოლება”-ზე.
რა არის რეალურად ევროკავშირის მინიმალური მოთხოვნები უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით:- სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაცია; სიძულვილის დანაშაულებისგან დაცვა და უმცირესობების ძირითადი უფლებების დაცვა.
მაგალითები: პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია, სლოვაკია - ყველა ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს/სუვერენიტეტს და რელიგიურ იდენტობას ევროკავშირის წევრობასთან ერთად", - წერს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი Facebook-ზე.
ოცნების' პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. როგორც მან 21 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თქვა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები… ვიზალიბერალიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან… ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს,“ — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მინუსიც აქვს, მიგრაციის წახალისება, რაც, მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.
„ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპზე“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი 15 ივლისიდან გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ ქართულ მხარეს გამოუგზავნა წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმი, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს პრივილეგიაა და ის შეიძლება შეჩერდეს, თუ აგვისტოს ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშში გაწერილი პირობები არ შესრულდება.
მანამდე ბრიუსელში სანქციების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს, ევროკომისიის ბოლო შეთავაზება ორ ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იყო. თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეხვედრამდე თქვეს, რომ სანქციებს მხარს არ დაუჭერდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება აქვთ.




























