ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვინც ყალბი სუვერენიტეტის, პატრიოტიზმის და მშვიდობის იდეით კრემლის წარმოსახვაში არსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს უჭერთ ან ამართლებთ, - ამის შესახებ, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი & ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ელგუჯა ხოკრიშილი სოციალურ ქსელში გუშინ მესამე მოსმენით მიღებულ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით წერს.
"დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგომა ისეთივე მარტივი არჩევანია, როგორც ეს იყო 1 წლის წინ.
პოლიტიკური, ისტორიული და მორალური პასუხისგებლობა დადგება ყველასი, ვინც გააზრებულად ამ ყალბი სუვერენიტეტის, პატრიოტიზმის და მშვიდობის იდეით კრემლის წარმოსახვაში არსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს უჭერთ ან ამართლებთ", - აცხადებს ხოკრიშვილი.