მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური კრიზისის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება არჩევნებია - ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიწვეული ლექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კრიზისული ვითარების განმუხტვის საშუალება არჩევნებია.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, პროტესტის გაგრძელების პარალელურად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება და ახალგაზრდებთან რეალური პრობლემების გადაჭრის ხედვებზე საუბარი.

“დემოკრატიული წყობის უპირატესობა ზუსტად ის არის, რომ პოლიტიკური კრიზისის განტვირთვისთვის არსებობს არჩევნები და ესაა საუკეთესო გზა, რითაც შემდეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი იმ ძალადობის, რასაც ვხედავთ. ესეც პრორუსული მეთოდებია, მოწოდება ძალადობის და დაშინება. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე რაღაც კონსოლიდაცია უნდა მოხდეს პოლიტიკური სპექტრის, რომ რეალურ პრობლემებზე და რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ელაპარაკებოდნენ ახალგაზრდებს და ისინი საარჩევნო ყუთთან მიიყვანონ”,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

მისივე შეფასებით, თუ აქამდე არსებობდა ბუნდოვანება მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროინტეგრაციის გზაზე, “რუსული კანონის” მიღებით მოიხსნა და ნათელი გახდა, რომ ქვეყნის ისტორიული არჩევანის დივერსია ხდება.

“ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად დადგა ქვეყნის საგარეო კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ. მთავრობის საქციელი, ნარატივები, შეთქმულების თეორიები მთლიანად ემთხვევა ავტოკრატიული რეჟიმების, პუტინის რუსეთის ქმედებებს, განცხადებებს”,- ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები