მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალაში შესვლის შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება - რობინ ვაგენერი "რუსულ კანონზე"

რობინ ვაგენერი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, გერმანიის მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერი საქართველოს ხელისუფლებას "რუსული კანონის" გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კანონის მიღება ფუნდამენტური შეცდომაა და მიმართულია ევროკავშირისკენ საქართველოს გზის წინააღმდეგ.

"საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ დაარღვია შარშან მიცემული დაპირება, რომ არ მიეღო კანონი, არამედ სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც სურს დაინახოს თავისი ქვეყანა ევროკავშირის წევრად. კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, პატივი სცეს ხალხის ნებას და ერთხელ და სამუდამოდ გააუქმოს გაიწვიოს კანონი",- აღნიშნავს ის.

ამასთან, რობინ ვაგენერი ხაზს უსვამს, რომ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ენერგია და გამბედაობა შთამბეჭდავია, რაც აჩვენებს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული გზის მიმართ.

საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" სამი მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30-ის წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები