გასულ კვირაში TBC მხარდაჭერით თბილისში, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული კავშირის შედეგია. კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და სრული ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შესახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ. გთავაზობთ, ინტერვიუს თბილისში ამ ღონისძიებაზეც სპეციალურად ჩამოსულ ნიკა ქურდიანთან - "თიბისი უზბეკეთის" გენერალურ დირექტორთან და ოლივერ ჰიუზთან - "თიბისი ჯგუფის" საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელთან.
ნიკა ქურდიანი - “თიბისი უზბეკეთი”, გენერალური დირექტორი;
ოლივერ ჰიუზი - "თიბისი ჯგუფი", საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;