მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდი აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

უზბეკეთი

უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდი UzNIF, რომელიც $1.68 მილიარდის აქტივებს მართავს, ლონდონის და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე ორმაგი ლისტინგისთვის ემზადება, ანუ სახელმწიფო კომპანიის აქციები ორივე ბირჟაზე იქნება ხელმისაწვდომი.

ამჟამად, სუვერენული საინვესტიციო ფონდი თვრამეტი სახელმწიფო კომპანიის მინორიტარული აქციონერია, ხოლო თავად ფონდს ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი Franklin Templeton-ი მართავს. UzNIF-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვით, უზბეკეთის ხელისუფლება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გეგმავს.

უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს, სავარაუდოდ, 6%-ით გაიზრდება. წლის პირველ ნახევარში მშპ-ის ზრდამ 7.2% შეადგინა, როცა ინფლაცია 4.2% იყო. უზბეკეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ია, ხოლო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იმპორტის ერთი წლის მოცულობას შეესაბამება. უზბეკეთის ბოლოდროინდელ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განაპირობებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და გაციფრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები