მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უზბეკეთმა დაგვანახა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ რეგიონალური მოთამაშე“ - არჩილ ბაკურაძე

კრისტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ დაკავშირებული საინვესტიციო პლატფორმა უზბეკეთში Agat Credit-ის სახელწოდებით 6 თვეა ოპერირებს.

მისო-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ორგანიზაციის რეგიონულ ბაზარზე გასვლაზე საუბრობს და ამბობს: „უზბეკეთმა დაგვანახა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ რეგიონალური მოთამაშე“.

მისი თქმით, ორგანიზაციამ „კრისტალის“ იდეის რეგიონის დონეზე გავრცელებას ჩაუყარა საფუძველი.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს უკვე ვსაქმიანობთ საინტერესო ეკონომიკის ქვეყანაში - უზბეკეთში და იქაც ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს.

ეს პირველი ნაბიჯია და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ის ადგილი გახდეს, სადაც იმუშავებენ და იარსებებენ რეგიონალური კომპანიები, ერთი და ორი კი არა, არამედ - ბევრი. შესაბამისად აქ განვითარდება სერვისები, ტექნოლოგიები, ფინანსური მომსახურება და ა.შ. ხედვა ძალიან კარგი გვაქვს და ამის გარკვეული თავდაჯერებულობა უზბეკეთმა მოგვცა. უზბეკეთმა დაგვანახა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ რეგიონალური მოთამაშე“, - აცხადებს ბაკურაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები