მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთსა და საქართველოს შორის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გაფორმდა|რას ითვალისწინებს?

ქვრივიშვილი უზბეკეთი

„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ეს არის ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ, ფაქტობრივად, ყოველ თვეს, ყოველ კვარტალში ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო ამოცანები, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებს შორის მოხდება კონკრეტულად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მათ შორის, უზბეკეთის მხრიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე მშენებლობა - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებისას ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის გეგმის მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც გააუმჯობესებს და გაზრდის ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას.

„ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, ზოგადად, ბაზრების დივერსიფიკაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ადგილზე დავათვალიერებინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, ისევე, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორია უზბეკეთთან ეკონომიკური კავშირები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები