მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკეთში ექსპორტის მიმართულება ასათვისებელია - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, "ოცნების" მთავრობის დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას და საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ეს შესაძლებლობები ასათვისებელია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებებს შორის სამოქმედო გეგმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველია.

„მემორანდუმი ითვალისწინებს დამატებით და აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე, ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებებით, რაც, თავისთავად ცხადია, პირდაპირ აისახება აგრარულ სექტორზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, 2024 წლის მონაცემებით, ექსპორტმა 146.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდამ 27.2% შეადგინა. TOP-5 ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფი ასეთია:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $70.2 მლნ;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $14.6 მლნ;
  3. ტკბილი გაზიანი სასმელები - $9.6 მლნ;
  4. მინერალური და მტკნარი წყლები - $8.2 მლნ;
  5. ელექტრო ტრანსფორმატორები - $6.9 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები