მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკური ავიაკომპანია Fly Khiva ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს

Fly khiva

Fly Khiva-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ ტაშკენტიდან ბათუმში ბოინგ 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით 121 მგზავრი ჩამოიყვანა.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Fly Khiva ავიარეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

Fly Khiva-მ მიმდინარე წლის 3 მაისიდან ოპერირება ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.

"Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ სამგზავრო რეისების შესრულებაც დაიწყო და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა", - აღნიშნულია TAV Georgia-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები