უზენაესი სასამართლო 69.9 ათას ლარად 52 სამეთვალყურეო კამერის, ორი მედია ტრანსმიტერის და სხვა აპარატურის შეძენას გეგმავს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში განთავსებული ძველი სამეთვალყურეო კამერების დემონტაჟი და ახალი კამერებისა და მასთან დაკავშირებული ყველა მაკომპლექტებლის მონტაჟი და გამართვა უნდა უზრუნველყოს.
აპარატურის მიწოდების ვადა ტენდერში გამარჯვებულთან კონტრაქტის დადებიდან 60 დღეა.
წინადადებების მიღება 26 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება.