უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ასევე, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შედეგად, საქართველოს შიდა ინსტანციებში გვარამიას სამართლებრივი დავა ამოიწურა.
შედეგად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.
შეგახსენებთ, გასულ წელს ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.