მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი პირადი პასუხისმგებლობა არაა... ჩვენ არ დაგვვიწყებია გვარამია - EU-ს ელჩი

6400b4a832712
ელენე კვანჭილაშვილი
02.03.23 18:29
1059
„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მისი პირადი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის ციხეშია“ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ BMG TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

forbes-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის კონტექსტში პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დღეს არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა: „ჩვენ ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამუდმებით გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის ოფიციალურ პირებთან და ვახსენებთ მათ, რომ მათი პირდაპირი მოვალეობაა კანონის პატივისცემა, მათ შორის, საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვა. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მისი პირადი პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ის ციხეშია“, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი დემარში ევროკავშირის 27–ივე წევრი სახელმწიფოს დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ეს დემარში ემსახურებოდა პოლარიზაციის შემცირებას. უნდა მოიძებნოს გზა შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად. ისიც იცით, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა აპირებს პარლამენტის ბოიკოტირებას. რაც უკიდურესად სამწუხარო იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. როგორც საქართველოს უახლოესი პარტნიორი, გვსურს საქართველოს მხარდაჭერა“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ თვალს ადევნებს სახალხო დამცველის განცხადებებს.
„იქ ვართ, სადაც ვართ. ჩვენ არ დაგვვიწყებია ნიკა გვარამია“, - ამბობს ელჩი.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ვერც და არც დააყენებს ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწვეტილებას. „მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, ვინც ციხეშია“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები