"უზუნაშვილის მარანი" ახალ საექსპორტო ბაზრებს ეძებს , - ამის შესახებ BM.GE-ს ბრენდის თანადამფუძნებელმა, სალომე უზუნაშვილმა განუცხადა.
უზუნაშვილების ოჯახში, ღვინის დაყენების ტრადიცია ჯერ კიდევ 400 წლის წინ დაიწყო. მარანს პროფესიონალი მეღვინე, ვაჟა უზუნაშვილი უძღვება, რომელიც მეღვინეების ოჯახის მე-11 თაობის წარმომადგენელია. მათი ვენახები მუკუზნის მიკროზონაშია გაშენებული. მარანი ცხრა ქვევრსა და სადეგუსტაციო სივრცეს აერთიანებს. აქ ღვინო კახური მწვანეს, ქისის, ხიხვის, საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. ამასთან, ღვინის ტურიზმით არიან დაკავებული და ტურისტებსაც მასპინძლობენ.
როგორც სალომე უზუნაშვილი აღნიშნავს, ღვინო ექსპორტზე გერმანიაში გადის და იქ გახსნილ 8000 მოსავალში იყიდება. კომპანია ახალი საექსპორტო ბაზრების ძიების პროცესშია.
"წელიწადში დაახლოებით 5000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, რომლის ნაწილი ექსპორტზე, ხოლო ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ვაწარმოებთ ღვინოს რქაწითელის, საფერავის, მწვანესა და ქისისგან, რომლების ღირებულებაც 35 და 50 ლარის ფარგლებშია. ფასი ღვინის სახეობაზეა დამოკიდებული", - აცხადებს უზუნაშვილი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, მარანში დაახლოებით 10-15 ადამიანია დასაქმებული.
„უზუნაშვილის მუკუზნის მარანი“ გურჯაანის რაიონში, სოფელ მუკუზანში მდებარეობს. მეღვინეობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ვენახები 4 ჰექტარზეა გადაჭიმული.