მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, დასვენება/გართობა, მრეწველობა - რომელ სექტორებს აქვთ ყველაზე მაღალი ბრუნვა?

ეკონომიკა

მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობით ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) სექტორი ლიდერობს 34%-ით, რომლის ბრუნვა წელს თითქმის 20 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება (კაზინოები) 33.6%-ით, რომლის ბრუნვაც 19 მილიარდ დოლარს აღემატება. მესამე ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა იკავებს 8.2%-იანი წილით და თითქმის 5 მილიარდი ლარი ბრუნვით. მეოთხე ადგილზეა 7%-იანი წილით მშენებლობა, რომლის ბრუნვა მე-3 კვარტალში 4 მილიარდი ლარი იყო. მეხუთე ადგილს ტრანსპორტი და დასაწყობება იკავებს 4.8%-იანი წილით, ხოლო ბრუნვის მოცულობა თითქმის 3 მილიარდს ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ.

ვაჭრობის სექტორში 225 428 ადამიანია დასაქმებული; დამმუშავებელ მრეწველობაში 91 296; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში 74 245; ხოლო მშენებლობის დარგში 68 021.

2024 წლის III კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14%-ით 58.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები