მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობაში, მომსახურებასა და მრეწველობაში ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა - როგორია მოლოდინები?

60ca2fc4776b1
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.21 00:00
544
2021 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის დარგის გარდა, ყველა სექტორში გაუმჯობესებულია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ BAG-ის ინდექსში, რომელიც პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად მრეწველობის სექტორის მიერ შეფასდა.

„2021 წლის I კვარტლიდან მოყოლებული, ვაჭრობის სექტორის მიერ ბიზნეს კლიმატის შეფასება დადებითია და უმჯობესდება. შესაძლოა, აღნიშნულს მოცემულ პერიოდში, სექტორში გაყიდვების და გაყიდვების ფასების მზარდი დინამიკა და არსებული მკვეთრად ოპტიმისტური მოლოდინი განაპირობებდეს. ვაჭრობის სექტორის მსგავსი დინამიკა მომსახურების სექტორშიც შეინიშნება. 2021 წლის I და II კვარტლებში, ამ სექტორშიც ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და უმჯობესდება, რაც ძირითადად სექტორში არსებული პოზიტიური მოლოდინითაა განპირობებული. მრეწველობის სექტორში ბიზნეს კლიმატის შეფასება 2020 წლის III კვარტლიდან მოყოლებული დადებითია და უმჯობესდება. ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებისგან განსხვავებით, 5 მრეწველობის სექტორში ბიზნეს კლიმატის დადებით შეფასებას განაპირობებს, როგორც მიმდინარე მდგომარეობის პოზიტიური შეფასება, ასევე, ოპტიმისტური მოლოდინი. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი წარმოება და გაყიდვების ფასები მრეწველობის სექტორის კომპანიათა უმრავლესობაში იზრდება“, - ნათქვამია ბიზნეს კლიმატის ინდექსში.

რაც შეეხება, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური განწყობა ვაჭრობაში ფიქსირდება.

„აღნიშნულს გარკვეულწილად გაყიდვების ფასების და გაყიდვების ზრდის მიმართულებით დადებითი მოლოდინის არსებობა განაპირობებს. 2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, მოლოდინის მაჩვენებელი ვაჭრობისა (25 პუნქტით) და მრეწველობის (23.9 პუნქტით) სექტორებში გაუმჯობესდა, ხოლო მშენებლობისა (66.1 პუნქტით) და მომსახურების (6.9 პუნქტით) სექტორებში გაუარესდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები