მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნესი ივანიშვილის მძევალია... ბრაზის ვექტორი სწორად უნდა მივმართოთ - ქადაგიძე

6470d510339ee
თელარა გელანტია
28.05.23 21:00
1301
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ქართული ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მძევალია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ქვეყნისთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაზრდის რისკებზე საუბრისას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორები.

საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველო რუსულ საწვავზე გადაეწყო. მიზეზი შედარებით იაფი ფასი და ასევე, მთავრობის მოწოდებაა.

„ჩვენ გვყავს ბიზნესასოციაცია, რომელიც ჩემს გაკვირვებას არ წყვეტს თავისი განცხადებებით. ეს არის ბიზნესასოციაცია, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება აგენტების რუსულ კანონთან დაკავშირებით, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, როდესაც აშშ-მ მოსამართლეები დაასანქცირა და არც რუსულ ვექტორთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შეშფოთებული განცხადებების შემდეგ, მაგრამ საკმარისია, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდეს ან პირიქით მოხდეს, რომ იმ წუთშივე ავრცელებენ განცხადებებს - „არიქა, უნდა გავაძვიროთ ფასებიო“... პირველ რიგში, საწვავის იმპორტიორებს ვგულისხმობ - ახლა მთლიანად რომ ჩამოვეკიდეთ რუსულ ენერგომატარებელს, თურმე ეს არის საბაზრო ურთიერთობები. მინდა, ვთხოვო მათ, სირიასთან დაიწყონ ურთიერთობა, ან ჩრდილოეთან კორეასთან, ან ირანთან რატომ არ ვაჭრობენ?!...მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიზნესს მოვთხოვო სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც იცით, როგორი საკითხია?! ან გაქვს ან - არა. გახსოვთ ალბათ, ერთხელ კახა ბენდუქიძემ თქვა - ყველაფერს ვყიდი, ნამუსის გარდა, რადგან ნამუსი ან გაქვს ან არა და თუ გაქვს, არ ყიდი და თუ არ გაქვს, ისედაც არ გაქვს “, - თქვა გიორგი ქადაგიძემ და მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესკომპანიებს, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხით გამოირჩევიან.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ „ქართული ბიზნესი დღეს ბიძინა ივანიშვილის მძევალია და ბრაზის ვექტორი სწორად უნდა მივმართოთ“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ისე არ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და ღირსებას შორის. კეთილდღეობა და ღირსება ჯერადად მეტი არის დასავლელ პარტნიორებში და არა რუსეთში, სადაც კონკრეტული ელიტები, ოლიგარქების ჯგუფიაკონტროლებს მთლიანად რესურსებს. შედეგად, მდიდრდება ადამიანების მცირე რაოდენობა, ხოლო მოსახლეობის ნაწილი ამას ვერ გრძნობს. ეს არის პრობლემა. ევროპაში კი, პირიქით არის - ინსტიტუტები დეცენტრალიზებულია. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტები, რადგან ეს ნამცხვარი, რომელსაც ეკონომიკა ჰქვია, ნაწილდება ყველაზე და არა ადამიანების მცირე ჯგუფზე.

ჩვენ რომ ახლა ანაკლიის პორტი გვქონდეს, რომლის ჩავარდნა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პირდაპირი პასუხისმგებლობა, ეს ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნებოდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობისთვის?! ჩვენი რკინიგზა რომ მოდერნიზებული იყოს, ათჯერ მეტ ტვირთს ხომ გავატარებდით?! ჯამში, გაცილებით განვითარებული და პარტნიორებთან წელში გამართული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები