მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჭრობის წახალისების პროგრამა გამყოფი ხაზების გასწვრივ

BM.GE
23.11.18 10:52
953
სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი “აწარმოე უკეთესი მომავლისათვის” დაემატება, რაც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისთვის შეიქმნა. ამ ინიციატივამ წინასწარი გეგმით სავაჭრო ურთიერთობები იმგვარად უნდა წაახალისოს, რომ ოკუპირებული რეგიონების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანებისათვის ეკონომიკური საქმიანობა უფრო აქტიური გახადოს და საქართველსო საზღვრებს მიღმა პროდუქციის გაყიდვა წაახალისოს.

პროგრამის ბენეფიციარი შეუძლია გახდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს. რა შესაძლებლობით შეუძლიათ ისარგებლონ ოკუპირებული რეგიონების გამუოფ ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეებმა?

სტუმარი: ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები