2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე 52.8 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული, ამ თანხიდან 924 მილიონი ლარის კრედიტები ბანკებისთვის 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი რესტორნებისა და სწრაფი კვების სეგმენტშია, სადაც მთლიანი პორტფელი 723 მილიონი ლარი, ვადაგადაცილება კი 4.4%-ია. მეორე ადგილზეა სამშენებლო კომპანიების სექტორი, სადაც გაცემული 851 მილიონი ლარის პორტფელიდან 4.2% ვადაგადაცილებულია. მესამე პოზიციას კი საწვავის იმპორტის სფერო იკავებს, სადაც 318 მილიონი ლარის კრედიტებიდან 3.6% ვადაგადაცილებულია.
შედარებით დაბალი ვადაგადაცილებით ხასიათდება ენერგეტიკის, ავტომობილების დილერების, ფარმაციისა და ტელეკომუნიკაციების სექტორები. ასევე დაბალია ვადაგადაცილება უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორშიც.
სტუმარი: ნინო გაბუნია - რესტორანი "დელირიას" მფლობელი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად