2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 12.7%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობა 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი პორტფელის 1.8%-ია. შედარებისთვის 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის 1.7% იყო ვადაგადაცილებული, შესაბამისად ამ მიმართულებით მცირედი ზრდა აღინიშნება.
1.2 მილიარდის ვადაგადაცილებული სესხებიდან 355 მილიონი ლარი კორპორაციულ სექტორზე მოდის, 424 მილიონი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე, 185 მილიონი კი მიკრო ბიზნესზე მოდის. ფიზიკური პირების კრედიტებში კი ვადაგადაცილება მხოლოდ 266 მილიონი ლარია.
ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ვადაგადაცილება რესტორნების, კაფეების და სწრაფი კვების სექტორში ფიქსირდება, სადაც პორტფელის 5.4% 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია.
ასევე 5.4%-ის ვადაგადაცილებაა, ჯანდაცვის სექტორში, ხოლო მძიმე მრეწველობის სექტორში ვადაგადაცილება 4.1%-ია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში არსებული ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი - დალაგებულია ვადაგადაცილების წილის მიხედვით:
- რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები: პორტფელი 935 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 50 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 5.4%
- ჯანდაცვა: პორტფელი 1062 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 59 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 5.4%
- მძიმე მრეწველობა: პორტფელი 799 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 33 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 4.1%
- ვაჭრობა (სხვა): პორტფელი 2259 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 91 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 4.0%
- სასტუმროები და ტურიზმი: პორტფელი 3073 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 123 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 4.0%
- სოფლის მეურნეობის სექტორი: პორტფელი 3540 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 111 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 3.1%
- წარმოება (სხვა): პორტფელი 947 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 25 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.6%
- მათ შორის: ექსპორტიორები: პორტფელი 786 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 20 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.6%
- ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები: პორტფელი 712 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 17 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.4%
- სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები): პორტფელი 1184 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 28 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.4%
- უძრავი ქონების დეველოპმენტი: პორტფელი 4249 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 90 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.1%
- უძრავი ქონების მენეჯმენტი: პორტფელი 3759 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 78 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 2.1%
- სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა: პორტფელი 2596 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 51 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 1.9%
- სერვისი: პორტფელი 4246 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 76 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 1.8%
- სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა: პორტფელი 2131 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 37 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 1.7%
- სამომხმარებლო საქონლის წარმოება: პორტფელი 1939 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 26 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 1.3%
- ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა: პორტფელი 590 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 6 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 1.0%
- ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა: პორტფელი 846 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 7 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.8%
- ფარმაცევტიკა: პორტფელი 228 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 2 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.7%
- ავტომობილების დილერები: პორტფელი 333 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 1 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.4%
- საფინანსო ინსტიტუტები: პორტფელი 1511 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 2 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.1%
- სახელმწიფო ორგანიზაციები: პორტფელი 36 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 0 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.0%
- ენერგეტიკა: პორტფელი 2576 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 0 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.0%
- ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები: პორტფელი 134 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 0 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.0%
- საბითუმო ლომბარდი: პორტფელი 257 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 0 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.0%
- ტელეკომუნიკაცია: პორტფელი 273 მლნ ლარი, ვადაგადაცილება 0 მლნ ლარი, ვადაგადაცილების წილი 0.0%.




























