მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე განიხილება“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ვადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, განიხილება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პარტიის წესდების თანახმად, გარკვეული ფორმალობებია დასაცავი, რომლის შემდეგაც პიროვნება კანდიდატის სტატუსს მიიღებს. შესაბამისად, წინასწარ ამ თემაზე საუბარი, მისი თქმით უპასუხისმგებლობაა.

„1 თებერვალს პოლიტსაბჭოს მიერ ყრილობა ჩაინიშნა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედაა წარდგენილი. შესაბამისად, მონახაზი გვაქვს, რომ მის ადგილს ირაკლი კობახიძე დაიკავებს,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებენ, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ინფორმაციისთვის, ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები