ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, მათ შორის არის პროექტები: ანაკლიის პორტი განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაცია და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი.
ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების უხარვეზო ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით, სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად შემაცირებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.