მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე მუშაობას - EIB

636b5683da248
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.22 11:45
389
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩიე ჩურამ მედიასთან ბანკის გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, EIB განაგრძობს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, ასევე გაგრძელდება სპეციალური პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული.

ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კი, მაჩიე ჩურამ კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ბანკი ამ მხრივ დაკვირებას განაგრძობს.

“ბევრი ცვლადია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ყოველთვის უნდა შევხედოთ იმ საგანგებო მდგომარეობას, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია უკანასკნელ წლებში, ასევე უკრაინაში რუსულმა აგრესიამ და ეს იძლევა განსხვავებულ ეკონომიკურ შედეგებს და ჩვენ დავაკვირდებით როგორ განვითარდება მომავალშიც მოვლენები.

ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას და მუშაობას სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ერთად, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მეორე მხრივ, კი ვაგრძელებთ იმ პროექტების განვითარებას, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს აუმჯობესებენ,” - განაცხადა მაჩიე ჩურამ.

საქართველოში EIB-ის 2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის 29 პროექტი აქვს დაფინანსებული. თანხის 49% საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის მიმართული, 17% ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების უზრუნველყოფაზე (საკრედიტო ხაზებზე); 10% წყალმომარაგება წყალარინების პროექტებზე, 5% კი - ენერგეტიკაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები