მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას” - ლიბერალურ პარტიათა გაერთიანებები

alde

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ლიბერალური პარტიების ევროპული გაერთიანება ALDE და მსოფლიოს ლიბერალური პოლიტიკური პარტიების ფედერაცია "ლიბერალური ინტერნაციონალი" ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის ლეგიტიმური და გაერთიანებები კვლავ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ.

"საქართველოს ახალი პრეზიდენტის “არჩევის” საპასუხოდ, რასაც წინ უძღოდა სადავო საპარლამენტო არჩევნები, რომლებმაც მოჰყვა საპროტესტო აქციები ქუჩებში, ძალადობა მომიტინგეებზე და გაუმართლებლად სასტიკი დახშობა ქვეყანაში ოპოზიციური ხმის, ჩვენ, Bureaus of Liberal International და პარტია ALDE, საერთო განცხადებას ვავრცელებთ:

ვართ ძალიან იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები დღეს საარჩევნო კოლეგიის მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევის გამო, რადგან ის ძირითადად ერთი პარტიით არის დომინირებული, რაც სადავო არჩევნების შედეგია. რადგან არჩევნებში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, არ ვფიქრობთ, რომ შედგები ქართველი ხალხის ნებას რეალურად ასახავს.

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და მისი მიღწევების აღიარებას, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რაც საქართველოს სრულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს ევროკავშირსა და ნატოში.

ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, რისი მომსწრეც საქართველოში გავხდით. მოვუწოდებთ ქვეყნებს, გააორმაგონ და გააფართოონ აშშ-ის და უკრაინის მიერ მიღებული და ევროკავშირისგან მოსალოდნელი სანქციები, რომლებიც ქვეყანაში “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” მიღებასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილე პირების წინააღმდეგ ამოქმედდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები