მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მარში

ჭავჭავაძის გამზირზე, "რუსული კანონის" წინააღმდეგ მარშის მონაწილეების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. მარში საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყო. მას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები შეუერთდნენ.

"დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ კანონს!", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, იგივე "რუსულ კანონს" დაახლოებით ერთი თვეა აპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები