მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკეში შენობის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

605db26584032
ინგა მურუსიძე
26.03.21 14:04
2510
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა შენობაზეა საუბარი.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან - ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში მომხდარის შესახებ მეტ დეტალზე არ საუბრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები