მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

შსს

"ქართული ოცნების" შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია”, - აღინიშნება ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები