მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება

63466bfd052ca
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.22 11:23
980
ვაკის პარკის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მთავარი, განახლებული პარკი დედაქალაქში სიყვარულისა და მეგობრობის ადგილს შექმნის.

„სამუშაოების მესამე ეტაპი ცენტრალური კასკადის რეაბილიტაციას მოიცავს და დღესაც მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დასრულდება.
დარწმუნებული ვარ, თბილისის მთავარი პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობის და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს. ეს ადგილია, სადაც ადამიანების თავშეყრა ყოველთვის ხდებოდა და ჩვენ ამ ისტორიას ვაცოცხლებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ვაკის პარკის მცირე კასკადის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

„ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩვენ გასული წელს დავასრულეთ და მაშინვე დავააანონსეთ სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც მცირე კასკადის რეაბილიტაციას და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია. ძალიან მაგარი გამოვიდა. ვაკის პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე ხორციელდება, რადგან ეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სივრცეა და მაქსიმალურად ვერიდებით უხეშ ჩარევებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მისი პირვანდელი მდგომარეობა აღვადგინოთ.

არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალით რაც არსებობდა, ამასთან მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, დამონტაჟდა ავტომატიზირებული ტექნოლოგია, განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები