მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკო მოტორსში საახალწლო შეთავაზებები იწყება

მარიამ ტაბატაძე
15.12.25 09:01
793

ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით სატვირთო ავტომობილის სრულ ასორტიმენტზე - ვაკო მოტორსში საახალწლო შეთავაზებები იწყება.

15 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით ვაკო მოტორსში მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. სატვირთო და კომერციული ავტომობილების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ვაკო მოტორსის ყველა ფილიალში 20%-დან 50% იანი ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე. საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობა, ასევე შესაძლებელია ვაკო მოტორსის ონლაინ მაღაზიაშიც.

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მუდმივად ვიზრუნოთ მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია - პარტნიორი კომპანიები და სატვირთო ავტომობილის მძღოლები მუდმივად უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის მომსახურებითა და პროდუქციით, რათა მაქსიმალურად გავუმარტივოთ ნებისმიერ სირთულის გზაზე გადაადგილება. დაგეგმილი მასშტაბური შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ ჩვენი პარტნიორი ბრენდების პროდუქციის შეძენას: როგორიცაა: DAF-ის ორიგინალი აკუმულატორი, Chevron-ის ზეთები და საპოხი მასალები, სამუხრუჭე სისტემები, AEOLUS- ის და BLACKHAWK-ის საბურავები და სხვა.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლებისთვის, სერვისები კი მრავალფეროვანი - ის რაც მათ სჭირდებათ შეუფერხებელი გადაადგილებისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

ვაკო მოტორსი როგორც სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, არის მთავარი და სანდო პარტნიორი ყველანაირი სირთულის გზაზე.“ - აღნიშნავს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტაბატაძე

15 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაკო მოტორსის ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე, რაც პროცესს კიდევ უფრო მეტად ამარტივებს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას მარტივად, სასურველ დროს შეიძინოს და მიიღოს პროდუქცია ადგილზე.

საახალწლო შეთავაზებები არის საუკეთესო დრო მომხმარებლებისთვის, რათა ჩვენი პარტნიორი წამყვანი ბრენდების პროდუქცია ხელსაყელ ფასად შეიძინონ და სათანადოდ მოემზადოდ ზამთრის გადაადგილებისთვის.

ვაკო მოტორსის შესახებ:

ვაკო მოტორსი დარგის პროფესიონალების მიერ 2009 წელს დაარსდა და დღეს სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 16 წელია წარმატებით მოღვაწეობს.

მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში, თითოეული ადამიანსა თუ კომპანიისთვის შევქმნათ ხელმისაწვდომი, მათ საჭიროეებზე მორგებული მომსახურება. ჩვენი მისიაა, დავნერგოთ ბაზარზე ისეთი სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო ინდუსტრიის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტანდარტი, რომელსაც დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ განპირობებულია ჩვენი კვალიფიციური გუნდით, რომლებიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო დონის ტრენინგებში.

კომპანიაში გვჯერა, რომ სატვირთო ავტომობილების მომსახურების არსებობა აუცილებელია, რადგან ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ვაკო მოტორსის პარტნიორების წარმატებას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი მიიღებს საჭირო სერვისს და მხარდაჭერას. „ვაკო მოტორსი“ - არის სანდო პარტნიორი სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში, სადაც თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები