მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს - ვარჰეი ღარიბაშვილს

648a0e2826dc5
BM.GE
14.06.23 23:00
525
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. 

მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.

„ამ წლის ევროპალია - ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მქონდა პრივილეგია რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან, როცა საქართველოში ჩამოვდიოდი ყველაზე მეტად მაკვირვებდა ტრადიცია და სტუმართ-მასპინძლობა, რაზეც შეგვიძლია ჩვენი საერთო მომავალი დავაშენოთ. საქართველო ფუნდამენტალურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით.

ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი.

გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე. 1, 2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ველით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს.

გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას,“- განაცხადა ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები