მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი დააფუძნეს

ჩეხერია ბერულავა

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი დააფუძნეს.

Salt Projects-ის კონცეფციასა და პროექტებზე მათ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ისაუბრეს.

"ჩვენი ფილოსოფია, პირველ რიგში, ხარისხია. საქმეს, რომელსაც მე და ლევანი ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაკეთებდით სტუმარმასპინძლობის ბიზნესში, Salt Projects-ით გავაგრძელებთ. ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის კონცეფციის მომზადებიდან გახსნამდე პროცესში და შემდეგ უკვე მენეჯმენტში, თუ პარტნიორთან შეთანხმებას ვაღწევთ. დაახლოებით, ერთი წელია რაც ბაზარზე ვართ, მაგრამ უკვე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე არაერთ პროექტს ვმართავთ; თუმცა არ ვიღებთ ისეთი რაოდენობის პროექტებს, რომელზედაც მე და ლევანს უშუალოდ არ შეგვეძლება მუშაობა“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

მასპროდუქტს არ ვიღებთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროექტი, როგორც ეს აქამდე იყო, ბოლო 15 წლის მანძილზე. შესაბამისად, ჩვენთვის გამორჩეულობა მთავარ ფაქტორად რჩება - ეს არის Salt Projects-ის კონცეპტი, - დასძინა თავის მხრივ ლევან ბერულავამ.

Salt Projects-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამჟამად, საქართველოსა და საზღვარგარეთ 6 მიმდინარე პროექტი აქვთ და ყველა შემთხვევაში, ისინი დამკვეთებმა მოძებნეს და არა - პირიქით.

პროექტებმა მოგვნახეს ჩვენ. ჩვენ ვირჩევთ, ვისთან ვიმუშავებთ. ზოგიერთ პროექტს მხოლოდ კონსულტაციის დონეზე ვმართავთ, ზოგიერთში კი - მმართველი პარტნიორები ვართ“, - ამბობს ლევან ბერულავა.

აშშ, სინგაპური, იტალია, სომხეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს გარდა, Salt Projects-ი ამჟამად მუშაობს და როგორც ვალერი ჩეხერიამ წერტილში“ განაცხადა, პროექტების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.

BMGTV-სთან ინტერვიუში Salt Projects-ის დამფუძნებლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კომპანიის ძირითადი პრინციპია ნდობა, თავისუფლება და ისეთი პროექტების შექმნა, რომელიც როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები