მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალის ამომღები ფირმა საკუთარ შემოსავალს ასაჯაროებს - "ფინბიუროს" ანგარიში

62eb705a84faa
BM.GE
04.08.22 11:07
11868
საქართველოში სასესხო ვალდებულებების მართვის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ “ფინბიურომ” 2021 წლის საქმიანობის ანგარიში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური სისტემა Reportal.ge-ის წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ძირითად საქმიანობას ფინანსური დაწესებულებებიდან ვალის პორტფელის შესყიდვა და მათი შემდგომი ამოღება წარმოადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 27,544,751 ლარი იყო, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 7,668,665 ლარს შეადგენდა. 2020 წელს კი ფირმის შემოსავალი 23,273,346 ლარი, ხოლო წმინდა მოგება 9,384,209 ლარი იყო.

კომპანიის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 47.2 მილიონს აღემატებოდა.

“შპს “ფინბიურო“ დაფუძნდა 2015 წლის მაისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას ფინანსური ინსტიტუტებისგან გაუფასურებული სესხების შესყიდვა და მართვა წარმოადგენს. 

“2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მაშტაბით კომპანია აერთიანებს 18 ფილიალსა და 866 თანამშრომელს. ფილიალების ქსელი ფარავს სრულიად საქართველოს და ის განლაგებულია ყველა ძირითად რეგიონში: თბილისი (1 ფილიალი), კახეთი (3 ფილიალი), სამცხე-ჯავახეთი (1 ფილიალი), შიდა ქართლი (2 ფილიალი), იმერეთი (4 ფილიალი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (3 ფილიალი), აჭარა (1 ფილიალი), გურია (1 ფილიალი) და ქვემო ქართლი (2 ფილიალი). ფილიალების ძირითადი საქმიანობა არის კლიენტების სასესხო ვალდებულებების დამუშავება, მათთან კომუნიკაცია, მათზე მორგებული გრაფიკების შეთავაზება და შეთანხმება, ამასთან მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

2019 წლის მაისში კომპანიას მიენიჭა სესხის გამცემი სუბიექტის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის საქმიანობა მოექცა ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ.

კომპანიის 55%-იან წილს ვახტანგ ოთხმეზური ფლობს, მალხაზ ბუღდიაშვილი კი 45%-იან წილს ფლობს.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 32.3 მილიონი ლარის სასესხო პორტფელს ფლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები