მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა „ფინბიურო“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დააჯარიმა

ფინბიურო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტი, შპს „ფინბიურო“ დააჯარიმა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, კომპანიას 1 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სანქცირების საფუძველი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დარღვევა გახდა. კერძოდ, საქმე ეხება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც სესხის გამცემმა სუბიექტმა დაარღვია კრედიტის ამოღების ეთიკის ნორმები. აღნიშნული კოდექსი არეგულირებს, თუ როგორ უნდა დაამყაროს კომუნიკაცია ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებელთან და კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მომხმარებლის შევიწროებას ან მასზე არამართლზომიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულისხმობს.

ჯარიმა გამოიწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სანქციების ოდენობასა და დაკისრების წესს განსაზღვრავს.

ფინბიურო მომხმარებლის უფლებების ზედამხედველობის ნაწილში წელს პირველად 4 თებერვალსაა დაჯარიმებული. გასულ წელს კი სანქცია 6-ჯერ დაეკისრა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 40%-ს inancial Investment Company ფლობს, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული, 30% მალხაზ ბუღდიაშვილს, 30% კი ვახტანგ ოთხმეზურს ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები