მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვალუტები, რომლებიც დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად გამყარდნენ

უსდ

აშშ დოლარი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ფინანსური სისტემის უპირობო ჰეგემონად და მთავარ სარეზერვო ვალუტად რჩება. თუმცა, გლობალური ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები და ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა სავალუტო ბაზარზე ხშირად მოულოდნელ სურათს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების დროს ინვესტორები ძირითადად დოლარს აფარებენ თავს, ბოლო პერიოდის ტენდენციებმა აჩვენა, რომ რიგმა ეროვნულმა ვალუტებმა ამერიკულ დოლართან მიმართებით შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირეს.

აშშ დოლართან შედარებისას, ყველაზე მეტად ისრაელის შეკელი გაიზარდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20.2%-ით მოიმატა.

მეორე ადგილზეა კოლუმბიური პესო, რომელიც აშშ დოლართან მიმართებით 19.70%-ით გამყარდა, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკული რანდი 16.4%-იანი ზრდით.

ვალუტა წლიური ზრდა
ისრაელის შეკელი 20.2%
კოლუმბიური პესო 19.7%
სამხრეთ აფრიკის რენდი 16.4%
მექსიკური პესო 16.4%
ავსტრალიური დოლარი 14.8%
ბრაზილიური რეალი 14.5%
ნიგერიული ნაირა 13.5%
ნორვეგიული კრონი 12.7%
ყაზახური ტენგე 12.3%
მალაიზიური რინგიტი 11.2%

ვალუტების წლიური მაჩვენებლები აშშ დოლართან მიმართებით. მონაცემები 2026 წლის 6 აპრილის მდგომარეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები