მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალუტის წმინდა შესყიდვის დინამიკა სექტემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებს - თიბისი კაპიტალი

ლარი

თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამჯერად ასევე სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესების ხარჯზე.

"ამავდროულად, ე.წ. სენტიმენტების კუთხით, როგორც ჩანს, ვალუტის წმინდა შესყიდვის დინამიკა სექტემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე ეს ლარზე ნაკლებად აისახება. ამასთან, მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ეს ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საბაზო სცენარს რაც შეეხება, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, ხოლო შემდგომ ლარის გამყარებას ითვალისწინებს, დღევანდელი გადასახედიდანაც, ის უცვლელია. ისევე როგორც, ჩვენი აზრით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობა.

სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გაზრდილია სებ-ის სავალუტო რეზერვები, რაც, წინასწარი მონაცემებით, ვალუტის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდეს. თავისთავად, ამ მხრივ, ჯერჯერობით სექტემბრის ოპერატიული ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. ამასთან, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მაღალი ზრდა სექტემბერშიც ფიქსირდება", - წერია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები