მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Valve-ის კონსოლის გაყიდვები დაიწყო - რა ეღირება და რა მახასიათებლები აქვს

Valve-ის კონსოლი

ამერიკულმა გეიმინგ ინდუსტრიის გიგანტმა, Valve-მა ახალი სათამაშო კონსოლი, Steam Machine-ი გამოუშვა. მოწყობილობის ოფიციალური ღირებულება 512GB-იანი საბაზისო მოდელის შემთხვევაში, Steam Controller-ის გარეშე $1049 იქნება. რაც შეეხება იმ ანალოგიურ ვერსიას, რომელსაც თან მართვის პულტიც მოჰყვება, მისი შეძენა $1128-ად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება 2TB-იან მოდელებს, მათი ფასი ე.წ. ჯოისტიკის გარეშე $1349-ით, ხოლო კომპლექტაციით $1428-ით განისაზღვრა.

შესყიდვების ფანჯარა 29 ივნისს, დღეს გაიხსნა და ის მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. პროცედურის დროულად დაუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებლები კუთვნილ ჯავშანს დაკარგავენ. რიგში მყოფ დანარჩენ პირებს კი ახალი მარაგების შევსებისთვის მოცდა მოუწევთ. კომპანიაში მოელიან, რომ ახალი მოწყობილობების პირველი ნაკადი უმოკლეს პერიოდში ამოიყიდება.

რაც შეეხება თავად Steam Machine-ს, რომლის დანიშნულებაც კონკურენციის Sony-ს Playstation-ისა და Microsoft-ის Xbox-ისთვის გაწევაა, ის AMD Zen 4-ის 6-ბირთვიანი პროცესორითა და AMD RDNA3-ის გრაფიკული ჩიპით იქნება აღჭურვილი. კონსოლს 16GB DDR5 ოპერატიული მეხსიერება და 8GB GDDR6 ვიდეომეხსიერება ექნება. მონაცემთა შესანახად კომპანიამ NVMe SSD დისკი გამოიყენა. ტექნოლოგიურ მოწყობილობას Wi-Fi 6E-ისა და Bluetooth 5.3-ის მხარდაჭერა აქვს. კონსოლს USB-A, USB-C, DisplayPort 1.4 და HDMI 2.0 პორტებიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ Valve-ი მომხმარებლებს მოწყობილობის მოდიფიცირების შესაძლებლობასაც მისცემს. კერძოდ, გეიმერებს მეხსიერების გაზრდა microSD ბარათით ან SSD დისკის შეცვლით დამოუკიდებლად შეეძლებათ. მოწყობილობა SteamOS 3-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს, თუმცა სისტემაში Windows-ის ინსტალაციაც იქნება შესაძლებლებელი. მონიტორთან, მაუსთან და კლავიატურასთან მიერთების შემთხვევაში, მას პერსონალური კომპიუტერის ფუნქციის შეთავსებაც შეეძლება. კონსოლი გამოყენება ერთდროულად ერთდროულად ოთხი მართვის პულტით იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, მოწყობილობის მაღალი ღირებულება ბაზარზე არსებული ოპერატიული მეხსიერების დეფიციტს, ე.წ. RAMageddon-ს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები