მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - პრეზიდენტი

64c3559fea186
BM.GE
28.07.23 09:40
575
“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში თავის გვერდზე წერს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, ბათუმის პორტში რუსული ლაინერი იყო შემოსული, რომელიც სოჭის გავლით შემოვიდა პორტში. მოქალაქეებმა ლაინერის შემოსვლა გააპროტესტებს და რუსეთის მოქალაქეებით სავსე ლაინერი შეძახილებით გააცილეს პორტიდან.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები