მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები" - პრეზიდენტი იტალიის პრემიერს შეხვდა

ზურაბიშვილი მელონი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარიზში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვდა.

როგორც პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს, მელონის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც შეხვდა, რომელთა შორის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები