მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვამზადებთ ხედვას, რომ დასაბუთებულად ვაჩვენოთ, რა არის დღეს და რა შეიძლება იყოს მომავალში - თემურ ჭყონია

ბიზნესმენი

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ მზადდება ანალიზი არსებული ვითარების შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე. მან ამის შესახებ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

თემურ ჭყონიას თქმით, მნიშვნელოვანია ამ თემის გარშემო დასაბუთებული ანალიზის.

"მე და ჩემი მეგობრები ვამზადებთ ჩვენს ხედვას, არა საუბრებით, არამედ დასაბუთებულად ეკონომიკური მონაცემების გარშემო, პოლიტიკურიც გათვალისწინებული იქნება და გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ის, რაც იცის სახელმწიფომ ვიცით ჩვენ და ხანდახან შეიძლება მეტიც. რომ ვისაუბროთ, ეს გველის ის გველის არ გამოვა. ექსპერტებთან შეთანხმებას ვაკეთებთ, რომ რაღაც მომენტში წარმოადგინონ, დასაბუთებულად ვაჩვენოთ, რა არის დღეს და რა შეიძლება იყოს მომავალში",- თქვა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები