მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამზადებთ მასალებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართოთ - ილჰამ ალიევი

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო მართლმსაჯულებას AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. მან ამის შესახებ გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე რუსეთის მხრიდან შემთხვევის აღიარება არ მომხდარა და რუსეთისგან პასუხად იღებენ, რომ გამოძიება გრძელდება. აზერბაიჯანი ითხოვს, რუსეთმა მომხდარი აღიაროს, როგორც დანაშაულის, დამნაშავეები დაისაჯონ, გადაუხადონ კომპენსაციები მხვერპლთა ოჯახებს, ასევე, აანაზღაურონ თითმფრინავის დაკარგვა.

"სამწუხაროდ, არ მიგვიღია რუსი მაღალჩინოსნებისგან რამე პასუხი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 7 თვე გავიდა.

ვაცნობებთ რუსულ მხარეს, რომ ვამზადებთ მასალებს, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართოთ",- თქვა ალიევმა.

AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს განიცადა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები