ვან გოგის ფერწერული ტილოს უკან მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს
BM.GE
22.07.22 11:02
• 278
შოტლანდიის ეროვნულმა გალერეამ ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინა. სპეციალისტებმა ხელოვნების ნიმუშს ვან გოგის ფერწერული ტილოს, „Head of a Peasant Woman“-ის რენტგენული გამოკვლევისას მიაგნეს. პროცედურა ნამუშევრის ედინბურგში, შოტლანდიის სამეფო აკადემიაში გამოფენის წინ ჩატარდა. ვან გოგის ავტოპორტრეტი, რომელიც „Head of a Peasant Woman“-ის უკანა მხარესაა დახატული, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანთა თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ის წებოსა და მუყაოს ფენებით არის დაფარული.