მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად დაინიშნა

ვანო ზარდიაშვილი

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზარდიაშვილი 16 აპრილს დაინიშნა დირექტორად, მანამდე ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში იყო.

2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ზარდიაშვილი ასევე იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან".

2013-2016 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო შემდეგ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობებზე. 2010-2013 წლებში საქმიანობდა სასამართლო სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. 2007-2010 წლებში თბილისის მერიაში იკავებდა სხვადასხვა მმართველობით პოზიციას. 2004-2006 წლებში იყო გენერალური პროკურორის მრჩეველი, 2004 წელს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და იუსტიციის მინისტრის თანაშემწე. სახელმწიფო ელექტროსისტემის უკვე ყოფილი დირექტორი დავით ტეტუნაშვილი ფინანსურ საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები