მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაპირებთ გავაკეთოთ ტრენინგცენტრი, სადაც კვალიფიკაციის ამაღლება იქნება შესაძლებელი - m2-ის დირექტორი

61f674103c92a
მარიამ ვარადაშვილი
30.01.22 20:50
1667
“m² დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი ამბობს, რომ ინჟინერიისა და საკონსულტაციო საერთაშორისო ჯგუგის (ILF) დახმარებით გეგმავენ, მოქალაქეებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები შესთავაზონ. ამის შესახებ მან Forbe Talk-ში ისაუბრა.

“როდესაც ILF-თან [ინჟინერიისა და საკონსულტაციო საერთაშორისო ჯგუგი] პარტნიორობა დავიწყეთ, ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარეს. ჩვენი პროექტმენეჯერები და ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს მშენებლობებზე, ტრენინგებს გადიან ჩვენ მიერ შექმნილ ბაზაზე ჩვენსავე კომპანიაში.

იმდენად მოგვეწონა ეს ტრენინგები, რომ დაველაპარაკეთ ILF-ს, ასევე გვქონდა კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ 2022 წელს ყველაფერს გავიგებთ. ვაპირებთ, გავაკეთოთ ტრენინგცენტრი და ჩვენი ბაზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა და არა მხოლოდ m2-ის თანამშრომლებმა, ვისაც უნდა, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით ILF-ის ტრენერების გამოყენებით [მივიღოთ]. გვინდა, წელიწადში დაახლოებით 100 ადამიანი მივიღოთ. ამაზე ახლა დავიწყეთ მუშაობა და 2022 წელს ბევრ სიახლეს მოგიყვებით ამ თემაზე”, - ამბობს მეძმარიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები