მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციის 200-ლარიან დანამატზე ჯანდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს

61ced46a7826a
მარიამ ვარადაშვილი
31.12.21 17:16
3953
ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან დანამატს მოქალაქეები კვლავ “ლიბერთი ბანკის” მეშვეობით მიიღებენ. უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 200-ლარიანი დანამატის გაცემა 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდება.

“ასაკობრივ რისკ ჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და დანამატს, ნაცვლად 60 წლის და მეტი ასაკის პირებისა, 50 წლის და მეტი ასაკის
მოქალაქეები მიიღებენ.

200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან
მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.

ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ 
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს”, - წერია სამინსტროს განცხაებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები